ახალი ამბები

ხელთუბანთან ავარია მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი 

ხელთუბანთან, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილს მძღოლი მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

“მთვრალი იყო მძღოლი, ძალიან სწრაფად მოდიოდა. ჯერ დენის ბოძს დაეჯახა, შემდეგ ამობრუნდა. საბედნიეროდ გადარჩა, პატარა ნაკაწრები ჰქონდა”, – ამბობენ თვითმხილველები. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.