ახალი ამბები

კაცს, რომელმაც ქარელში მამა სცემა პატიმრობა მიესაჯა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც ეხება ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ოჯახში ძალადობის ფაქტს.

“გ.ბ ქრელის მუნიპლიტეტშ,  თავისივე საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას ზ.ბ-ს. კერძოდ, ამ უკანასკნელმა მიაყენა სტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა ბეჭების არეში, რის შედეგადაც, ზ.ბ-მ განიცდა ფიზიკური ტკივილი”,- ნათქვამია საქმის მასალებში. 

სამართალდამცავებმა გ.ბ. ძალდობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გ.ბ- მ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ,  კერძოდ, ზ.ბ.-ს მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში.

საქმე  ხაშურის რიონულმა სასამართლომ განიხილა და  მოსამართლემ ნაირა გიგიტაშვილმა ბრალდებულს 1 წლითაა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

დატოვეთ კომენტარი