კასპის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 2022 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, 124 მოქალაქეს შეუწყდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის განმავლობაში “საარსებო შემწეობის” მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა კასპის მუნიციპალიტეტში 282-თ შემცირდა.
“შიდა ქართლის მასშტაბით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება გასულ წელს 1 548 ბენეფიციარს შეუწყდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის პერიოდში 659 პირს”, – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯი კასპის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 2 ბენეფიციარს დაუფინანსდა, ჯამში 36 500 ლარის ოდენობით.
დატოვეთ კომენტარი