ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში დაოჯახების გამო, სწავლა 1-მა მოსწავლემ შეწყვიტა

კასპის მუნიციპალიტეტში სწავლა 50-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მათ შორის ერთი მოსწავლის სწავლის შეწყვეტის მიზეზი დაოჯახებაა.

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაოჯახების მიზეზით, სწავლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ერთმა მოსწავლემ შეწყვიტა. სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა სოფელ საქადაგიანოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

“საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არ გააგრძელებს სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება”, – განმარტავს განათლების სამინისტრო.

კასპის მუნიციპალიტეტში იმ 50 მოსწავლიდან, რომელმაც სწავლა შეწყვიტა, პროფესიულ კოლეჯში სწავლა მხოლოდ 10-მა მათგანმა გააგრძელა.

დატოვეთ კომენტარი