ახალი ამბები

ხაშურელი ლეილა ახალკაცი „ექთნის ორდენით” დააჯილდოვეს

ხაშურში მცხოვრები ლეილა ახალკაცი “ექთნის ორდენით” დააჯილდოვეს.

“მუშაობის 49-წლიანი სტაჟი მაქვს. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი უფროსი ექთნის თანამდებობაზე თბილისის კლინიკებში. შემდეგ გადავწყვიტე დავბრუნებოდი მშობლიურ მხარეს, სადაც 43 წელი ვიმუშავე ქირურგიული განყოფილების ექთნად “ევექსის” კლინიკაში”, – ამბობს ლეილა ახალკაცი.

ახალკაცი “ევექსის” კლინიკის ადმინისტრაციამ ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებაზე “ექთნის ორდენით” დააჯილდოვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები