ახალი ამბები

გორის მე – 9 საბავშვო ბაღში ორი უკრაინელი ბავშვი მიიღეს 

გორის მე -9 საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, ბაღის პერსონალთან ერთად, უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელებს საზეიმოდ დახვდა. 

“ჯგუფელები უკრაინის ნაციონალური სამოსითა და ჰიმნით შეეგებნენ პატარებს. მინიონის გმირმა და აღმზრდელებმა კი ჯგუფში შესვლისას ბავშვებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ოჯახი ქალაქ ივანკოვიდან ჩამოვიდა.

დატოვეთ კომენტარი