ახალი ამბები

როგორ აღნიშნავს 18 მაისს მაზნიაშვილის სახელობის მუზეუმი

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მუზეუმში სხვადასხვა აქტივობები გაიმართება.

“ღონისძიების ფარგლებში მისულ ადამიანებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემდეგ აქტივობებში, Ძველი საოჯახო ფოტოების გამოფენა.; ბავᲨვთა ნახატების და მოსწავლეთა ხელ-გარჯილობის ნამუᲨევართა გამოფენა; ერთობლივი ღონისᲫიება სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების Ჩართულობით”, – ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელს დღევანდელი კასპის  მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა.

დატოვეთ კომენტარი