ახალი ამბები

ქვეყანა რუსეთიდან იმართება – ენმ-ის წევრი გვარამიას დაკავებაზე

“გვარამიას დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყანა რუსეთიდან იმართება”, – ასე გამოეხმაურა ქარელის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატი მარიამ ქელეხსაშვილი მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს.

“ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მტერი და იგი ასრულებს პუტინის დავალებებს. ნიკა გვარამიას დაჭერა არის მიზანმიმართული ქმედება იმისკენ, რომ ქვეყანას უარი ეთქვას ევროკავშირის წევრიბაზე, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ ეს ქვეყანა რუსეთიდან იმართება. დღევანდელი ქმედება “ ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისია”, – აცხადებს მარიამ ქელეხსაშვილი.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დატოვეთ კომენტარი