ახალი ამბები

„სოლიდარობა ნიკა გვარამიას“ – გორელი ჟურნალისტები აქციას გამართავენ

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, ადგილობრივი ჟრნალისტები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას 14:00 საათზე გამართავენ.

“გორში ადგილობრივი ჟურნალისტები ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ვისაც სურვილი აქვს, რომ გამოუცხადოს სოლიდარობა ნიკა გვარამიას, ველოდებით ყველას” – ამბობს გიორგი ახალკაცი.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი