ახალი ამბები

„ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი ნაბიჯი”

„ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი ნაბიჯი”, – ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას დაკავებას  ხაშურში ნაციონალური მოძრაობის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეკატერინე პაპუაშვილი.

” პირველი რეაქცია რაც მქონდა დილა მშვიდობის, გათენდა ჩრდილეთ კორეაში. მთავარი არხი არ არის მარტო ნიკა გვარამია. დღეს ბიძინამ ძალიან ბევრი ნიკა გვარამია მიიღო საქართველოში მთავარი არხის გუნდის სახით. ყველას ვერ დაიჭერენ, თავისუფალ სიტყვას ვერ დააკავებენ… ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი ნაბიჯი რომლის შედეგსაც მალე მიიღებს. სამწუხარო ისაა რომ ერთი ოლიგარქის ახირებას ეწირება არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის მომავალი”,  – აცხადებს ეკატერინე პაპუაშვილი.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დატოვეთ კომენტარი