ახალი ამბები

ქარელელმა ახალგაზრდებმა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

​ქარელელმა ახალგაზრდებმა ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა – EXPO BATUMI TREVEL 2022 -ში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენა ბათუმში 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილეობა დავით გოდლაძემ, სალომე მაისურაძემ და მარეხი გაგნიძემ მიიღეს.

“ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს გვაქვს კონტაქტები ნიჭიერ ახალგაზრდებთან რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს ამ ეტაპზე მოხდა სამი ნიჭიერი ახალგაზრდის ნამუშევრების წარდგენა გამოფენაზე. გამოფენის მიზანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება, ინფორმაციების გაცვლა ახალი სერვისების შესახებ”, – განაცხადა ქარელის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ნადია ქელეხსაშვილმა.

ქარელის მერიამ თანადაფინანსებით აღნიშნული ღონისძიებისთვის 1 032 ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი