ხაშურელი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სტაბილურია.
კლინიკის ინფორმაციით, მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა.
“სტაბილურადაა, სავარაუდოდ, 2 დღის შემდეგ გაეწერება ბინაზე”, – განმარტავენ კლინიკაში.
შემთხვევა 10 მაისს მოხდა. 47 წლის კაცი ხარაჩოდან გადმოვარდა. იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშად მუშაობდა.
დატოვეთ კომენტარი