ახალი ამბები

რაში დახარჯა ქარელის მერიამ 15 მილიონამდე ლარი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 14 915 597 ლარი დახარჯა. 

მერიის ცნობით, 2021 წელს რეგიონალური განვითარების ფონდთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში 7 016 884 ლარის 17 პროექტი განხორციელდა. მაგალითად სოფელ დირბში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა,გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში საციხური, აბანო, კოდში მოხდა გზის რეაბილიტაცია, სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია და სხვა.

“მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით სოფელ იმერხევში მოხდა გზის მოასფალტება, რაშიც 2 154 186 ლარი დაიხარჯა. ქარელის 4 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულებაც 77 639 ლარია”, – განმარტავს ქარელის მერია.

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 87 პროექტი ,რისთვისაც 940 000 ლარი დაიხარჯა.

ქარელის მერია ასახელებს იმ მაღალბიუჯეტიან პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელდა:

  • ქარელის საცურაო აუზის მშენებლობა, რომელზეც 4 471 195 ლარი დაიხარჯა;
  • ქარელში დევნილთა დასახლებებში აშენდა 82 828 ლარის სათავსოები;
  • ქარელში გზის ორმოულების შეკეთებისთვის 157 987 ლარი დაიხარჯა;
  • სოფელ ვედრებაში, სამწევრისში, მოხისში მოხდა მინი სტადიონების გაკეთება რაც მუნიციპალიტეტს 1 353 355 ლარი დაუჯდა;
  • სოფელ ელბაქიანკარში და ყინწვისში რეაბილიტირდა ხიდები, რაზეც 59 524 ლარი დაიხარჯა;
  • შიდა გზების მოხრეშვაზე 89 000 ლარი დაიხარჯა.
  • ქვემო შაქშაქეთის გზის რეაბილიტაციისთვის 182 79 5ლარი დაიხარჯა.
  • მოხისში ,ქვენატკოცაში,ავლევში და ბრეთში ტრენაჟორების მოწყობისთვის 112 851 ლარი გაიხარჯა.
  • ქარელის რაიონის 5 სოფელში კოდაში, საციხურში, თამარაშენში, ზემო შაქშაქეთში და კოდა ვარდის უბანში

დატოვეთ კომენტარი