ახალი ამბები

დაკარგული ქალი გორელმა პატრულმა სახლში დააბრუნა

ქალი, რომელიც ვერ იხსენებდა საიდან ჩამოვიდა, გორელმა პატრულმა სახლში დააბრუნა. 

შემთხვევა გორში, დღეს, 11 მაისს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შუა ხნის ქალი პატრულის თანამშრომლებმა ავტოსადგურში მიიყვანა და მგზავრობისთვის თანხაც გადაუხადა.  

“პატრულმა გარკვია, რომ ქალი აგარიდან იყო ჩამოსული , ქალს ბილეთიც აუღეს  და საჭმელიც უყიდეს”, – ამბობენ თვითმხილველები. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.