ახალი ამბები

შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ქუჩაში ძაღლები დააპურა

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ქუჩაში ძაღლები დააპურა.

სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლები, რომლებსაც უკვე აქვთ გაკეთებული სტერილიზაცია კასტრაცია, ცხოველებს სააგენტოში საჭირო მკურნალობას და  აცრებს ჩაუტარებენ.

“სააგენტოს თანამშრომლებმა, გორში, რამდენიმე ლოკაციაზე შემოვლა განახორციელეს. შემოვლა მიზნად ისახავდა მიუსაფარი ცხოველების დაპურებას. ასევე მოხდა იმ ძაღლების სააგენტოში გადაყვანა, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ სტერილიზაცია/კასტრაცია რათა, კიდევ ერთხელ ჩაუტარდეთ ის საჭირო მკურნალობა და აცრები, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის”, – განმარტავნ სააგენტოში.

სააგენტოს თქმით, უახლოეს დღეებში მსგავსი შემოვლა განხორციელდება ხაშურში, ქარელსა და კასპში.

დატოვეთ კომენტარი