„ყველაფერს მუნიციპალიტეტი ვერ გაგიკეთებთ”, – ასე უპასუხა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ სოფელ მოხისის მოსახლეობის თხოვნას.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის მოსახლეობა, გზაზე ხეების გადაბელვა-გადაჭრას ითხოვს.
“სოფლის შესასვლელში ხეებია გადასაბელი, რის გამოც ხშირია ავარიის შემთხვევები,ამ ორი დღის წინაც ტრაქტორი იყო დაჯახებული. ქარელის მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ არაერთხელ ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია დღემდე”, – ამბობს მოხისში მცხოვრები თამარ დიასამიძე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება თავად მოსახლეობასაც შეუძლია.
“კეთილმოწყობის სამსახურს დიდი 4 -მეტრიანი ხეების გადაბელვა ევალება, როგორც ვიცი მაგ ადგილზე პატარა ბუჩქნარია. ბუჩქნარის მოჭრა-მოსუფთავება კი, მოსახლეობას თავადაც შეუძლიათ, ყველაფერს მუნიციპალიტეტი ხომ ვერ გააკეთებს”, – განაცხადა ჯუმბერ შუბითიძემ.