ახალი ამბები

ვის ეხმარება ქარელის მერია – უწყებამ სოციალური პროგრამებისთვის 838 830 ლარი დახარჯა

ქარელის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს აქვს პროგრამები რომლის ფარგლებშიც ეხმარებიან: შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს,მრავალ შვილიან ოჯახებს, უსინათლოებს, საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლებს, სამამულო ომის ვეტერანებს, მკურნალობის საჭიროების მქონე პირებს, სტუდენტებს, 100 ზელს გადაცილებულ მოხუცებს და სტიქიურად დაზარალებულებს.

მერიის ცნობით, გასულ წელს 1 463-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამებით.

  • უფასო კვებით უზრუნველყოფა გაეწია 90 ბენეფიციარ;
  • მკურნალობის დაუფინანსდა 949 ბენეფიციარს რომლის ხარჯებმა შეადგინა ნახევარი მილიონი ლარი;
  • ახალშობილთა დახმარების პროგრამით ისარგებლა 157 ბენეფიციარმა;
  • დიალიზზე მყოფ 39 ბენეფიციარს დაეხმარა მერია;
  • სოციალური დახმარებით ისარგებლა 54-მა სტუდენტმა;
  • შშმ პირის დახმარება მიიღო 22- მა ბენეფიციარმა;
  • უსინათლოების დახმარება გაეწია 74 ბენეფიციარს;
  • ომის ვეტერანის დახმარება მიიღო 12-მა ბენეფიციარმა;
  • 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა დახმარება 3 ბენეფიციარმა მიიღო;
  • 18 წლამდე ობოლი ბავშვების დამხარება 2-მა ბენეფიციარმა მიიღო;
  • გაჭირვებული ოჯახების მიცვალებულის დაკრძალვის დაფინანსება მიიღო 43-მმა ბენეფიციარმა;
  • სტიქიური ზარალის ანაზღაურება მიიღო 14-მა ბენეფიციარმა;
  • ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება გაეწია 4 ბენეფიციარს.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში ქარელის მერია 830 200 ლარს დახარჯავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.