ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში მოსაცდელების მოსაწყობად 49 271 ლარი დაიხარჯება 

ქარელის მუნიციპალიტეტში მოსაცდელების მშენებლობა – რეაბილიტაციაში 49 271 ლარი დაიხარჯება.

როგორც ქარელის მერიაში განმარტავენ მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 მოსაცდელის მოწყობა, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული. 

“იგეგმება მუნიციპალიტეტის 6 ლოკაციაზე მოსაცდელების მშენებლობა, ქარელში კი არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც  6680 ლარი დაიხარჯება. მოსაცდელები მოეწყობა, ასევე სოფლებში”, – განმარტავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნათია მაწონიძე. 

რა შეეხება სოფლებს, საერთო ჯამში  მოსაცდელების მოსაწყობად 42 591 ლარი დაიხარჯება. 

“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალას, სადაც აღნიშნული სამუშაეობია დაგეგმილი: 

  1. აბისი – 7780 ლარი;
  2. სანებელი – 10430 ლარი;
  3. ტახტიძირი -7800 ლარი;
  4. ქვემო ხვედურეთი  – 8100 ლარი;
  5. ქვენატკოცა  – 8481 ლარი.

აღნიშნულ სოფლებში, სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ახალი სამშენებლო”. 

დატოვეთ კომენტარი