ახალი ამბები

ხაშურში ერთ-ერთ ქუჩას „ახალი ბანას” სახელი მიენიჭება

ხაშური, ზემო სერსა და დაბა სურამში გამავალ უსახელო ქუჩას „ახალი ბანას” სახელი მიენიჭება. ინიციატივა, სსიპ კოლეჯი ქართლის დირექციას ეკუთვნის.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სსიპ კოლეჯი “ქართლის” დირექტციის მომართვის გათვალისწინებით, დარეგისტრირებულია ხაშურის მერის ინიციატივა, ხაშური, ზემო სერსა და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისთვის „ახალი ბანას” სახელის მინიჭების თაობაზე”, – განმარტავს საკრებულო.

საკითხს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს.

ინფორმაციისთვის, ბანა — საქართველოს საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრია ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.