შიდა ქართლში 18 784 გიორგია რეგისტრირებული. ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
“გორში 8 829 გიორგია რეგისტრირებული, ქარელში – 2 901, კასპში – 2 734, ხაშურში – 3 661 და ცხინვალში 659”, – აღნიშნულია სააგენტოს სტატისტიკურ ცნობარში.
6 მაისს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.
დატოვეთ კომენტარი