ახალი ამბები

გორში, ვერხვების დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება 

გორში, ვერხვების დასახლებას სასმელი წყალი არ მიეწოდება. 

სუხიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყლის მიწოდება გუშინ საღამოს შეუწყდათ, წყალმომარაგების კომპანიისგან კი შეტყობინება არ მიუღიათ. 

“მესიჯით ხომ შეიძლება გაგვაფრთხილონ, რომ ზომები მივიღოთ, გუშინ რომ გაითიშა, ამ დრომდე არ მოსულა”, – ამბობენ მოქალაქეები. 

“მოზაიკას” წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონალურ ფილიალში უთხრეს, რომ წყლის შეწყვეტა მილის დაზიანებამ გამოიწვია. ფილიალის ხელმძღვანელის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. 

” სუხიშვილის ქუჩას და ვერხვების დევნილთა დასალებას შეუწყდა წყლის მიწოდება. მდინარის ადიდების გამო, დაზიანდა მილი და ამიტომ საჭირო გახდა წყლის გადაკეტვა. სულ მალე მივაწოდებთ ალტერნატიულ წყალს”, – გვითხრა თავზარაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი