ახალი ამბები

„ბინძური მასა სასმელ წყალს ერევა” – კასპში საკანალიზაციო მილების გამოცვლას ითხოვენ

კასპში, გერების უბნის მაცხოვრებლები საკანალიზაციო მილების გამოცვლას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, წერილობით არაერთხელ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას.

“იქნებ გერების უბანშიც გაითვალისწინოს მერიამ საკანალიზაციო მილების გამოცვლა, რამდენჯერ შეაკეთეს, მაგრამ ისევ გასკდა. სასმელ წყალს ერევა. სამწუხაროდ ეს მარტო მოსახლეობას არ აწუხებს. ამ უბანში მე-4 საბავშვო ბაღიც არის და ესეც ყურადსაღებია. წერილობით მიმართვის გარდა პირადადაც რამდენჯერმე შევაწუხეთ, მაგრამ დაპირებებით გვიშვებენ”, – ამბობს თინა ბერბიჭაშვილი.

დატოვეთ კომენტარი