ახალი ამბები

ვის შეუძლია კასპის მერიის უფასო მედიკამენტების პროგრამით სარგებლობა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ მედიკამენტები უფასოდ.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღება შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. ესენია:

  • ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
  • ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
  • პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
  • გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
  • ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
  • გულის უკმარისობით (III – IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
  • ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები.

“ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას”, – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ინფორმაციისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

დატოვეთ კომენტარი