ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი?

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი 4 უძრავ ქონებას ფლობს – 2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბინა, აგარაკი და მიწის ნაკბეთები თეიმურაზ კალანდაძეს 2015-2017 წლებში აქვს შეძენილი.

კერძოდ, კალანდაძის საკუთრებაშია:

  • – ბინა ბათუმში, რომელიც 2016 წელს შეიძინა 14 200 დოლარად;
  • – აგარაკი ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს შეიძინა 55 158 ლარად;
  • – მიწის ნაკვეთი დუშეთში, რომელიც 2016 წელს შეიძინა 5 000 ლარად;
  • – მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს შეიძინა 90 000 ლარად.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში (2015-2017 წლებში) კალანდაძის ოჯახის ჯამური შემოსავალი 175 956 ლარი იყო. გასულ წლებში კალანდაძემ ორი სესხი გამოიტანა ბანკიდან, ჯამში 101 500 დოლარის ოდენობით. ერთი იპოთეკა კი, გასულ წელს, ვადაზე ადრე, წინსწრებით დაფარა.

ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლს, ერთი წლის ვადით, კალანდაძე შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში, ინსპექტორებისა და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 45 027,90 ლარი შეადგინა

შეგახსენებთ რომ თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი კვაღინაძე ჩაანაცვლა.

დატოვეთ კომენტარი