კასპის მუნიციპალიტეტის მერიას 9 ავტომობილი ემსახურება.
უწყებაში განმატავენ, რომ მუნიციპალიტეტს 4 ავტომობილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ გადასცა.
“კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ირიცხება 9 ავტომობილი, აქედან 4 ავტომობილი გადმოგვეცა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულს ადმინისტრაციიდან, ხოლო 5 შეძენილია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ”, – განმარტავენ მერიაში.
ავტომობილები, რომლებიც კასპის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა დროს შეიძინა:
- ტოიოტა პრადო შეძენილია 2010 წელს, ღირებულება – 70 479 ლარი.
- ჰიუნდაი სანტაფე შეძენილია 2008 წელს, ღირებულება – 49 950 ლარი.
- ტოიოტა ჰაილუქსი შეძენილია 2012 წელს, ღირებულება – 52 000 ლარი.
- მერსედესი ბენცი შეძენილია 2006 წელს, ღირებულება – 12 000 ლარი.
- ლექსუსი RX300 შეძენილია 2010 წელს, ღირებულება – 20 000 ლარი.
ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ხელშეკრულება გააფორმა სს “ფრანს აუტოსთან”, რომლისგანაც კიდევ ერთი ავტომობილი, 53 400 ლარის ღირებულების Renault Duster შეიძინა. ხელშეკრულების პირობის თანახმად, აღნიშნული ავტომობილი მუნიციპალიტეტს 180 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს.