ახალი ამბები

გორში ავარია მოხდა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. 

” თავი ჰქონდა გატეხილი, სასწრაფო მოვიდა და შეუხვიე ჭრილობა. კლინიკაში წაიყვანეს”, – ამბობს თვითმხილველი. 

შემთხვევას გორის პოლიცია იძიებს. 

დატოვეთ კომენტარი