ახალი ამბები

ქარელში მოქალაქეები ნაგვის ურნებს აზიანებენ – მერია

ქარელის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ნაგვის ურნებს აზიანებენ, – ამის შესახებ, ა(ა)იპ ქარელის კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

“მოსახლეობა ძალიან უყურადღებოდ იქცევა, ურნებში ყრიან ბაღებიდან გამოტანილ ფიჩხს, ფოთოლს შემდეგ კი, ურნაში უკიდებენ ცეცხლს. ურნების გარკვეული რაოდენობა პლასტმასის არის, ზოგ ურნას ბორბლებს აცლიან, რის გამოც ურნები უვარგისი ხდება და შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება”, – განაცხადა ირმა ძირტკბილაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 1 600-მდე ნაგვის ურნაა განთავსებული. მერიის ცნობით, მათგან 400 ურნა დაზიანებულია.

დატოვეთ კომენტარი