ახალი ამბები

კასპის მერია სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

უწყებამ ხელშეკრულება შ.პ.ს “თაიმსერვისთან” გააფორმა. პროექტის ღირებულება 184 212 ლარს შეადგენს.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის მომსახურებით 743 მოსწავლე ისარგებლებს”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ინფორმაციისთვის, ერთი კილომეტრის საფასური, რომელსაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს, 4 ლარს და 38 თეთრს შეადგენს, ხოლო წლიურად დასაფარი მანძილი – 42 057 კილომეტრს.

დატოვეთ კომენტარი