ახალი ამბები

ხაშურში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქალმა დაიჭირა

ხაშურში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქალმა დაიჭირა. ერთი წლის და 3 თვის ასაკის ბავშვმა მოტეხილობა მიიღო. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

“სტუმრად იყო მისული დედა თავის შვილთან ერთად. ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაბლა მდგომმა ქალმა მოასწრო მისი დაჭერა, თუმცა მოტეხილობა მაინც მიიღო”, – ამბობს თვითმხილველი.

როგორც ცნობილია, დაშავებული ბავშვი ხაშურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

დატოვეთ კომენტარი