ახალი ამბები

„თანადგომა უკრაინელ ბავშვებს” – გორში 30 აპრილს კონცერტი გაიმართება

„თანადგომა უკრაინელ ბავშვებს” – გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, ღია სცენაზე 30 აპრილს 13:00 საათზე კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი ვოკალურ-საესტრადო სტუდია “მზეს” და ანსამბლ “იმედის” ხელმძღვანელი მანანა გვერდწითელია. მისი თქმით, ხელოვნების როლი ასეთ რთულ პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

“კონცერტზე იმღერებენ სულ პატარა მომღერლები, ისინი ამ ფორმით ეცდებიან გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა უკრაინელი თანატოლების მიმართ. კონცერტზე ველოდებით ნებისმიერ მსურველს”, – ამბობს მანანა გვერდწითელი.

მისივე თქმით, კონცერტის მხარდამჭერი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა.

დატოვეთ კომენტარი