ახალი ამბები

რა მიმართულებებით იმუშავებს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ? 

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. 

სამოქმედო გეგმა 2022 -2025 წლებზეა გათვლილი და მის საბოლოო ფორმაზე მუშაობა ისევ გრძელდება. 

ამ დროისთვის საბჭოს წევრები მუშაობენ 6 მიმართულებაზე, რომელზეც სამომავლოდ იმუშავებენ. 

“მოზაიკა” გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებს: 

• ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

• ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა;

• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;

• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;

• თანამშრომლობა და კოორდინაცია;

• გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაში დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი