ახალი ამბები

კასპის მერმა ქონების დიდი ნაწილი 2012 წლის შემდეგ შეიძინა

კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ქონების დიდი ნაწილი 2012 წლის შემდეგ შეიძინა. ამის შესახებ, მან ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

დოკუმენტის მიხედვით, მაისურაძის უძრავ ქონებას შორის არის 4 ბინა, რომლებიც მდებარეობს თბილისში; ასევე მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი და კომერციული ფართი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მაისურაძე მერის პოზიციის დაკავებამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2014 წლამდე კი მის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენდა ნუცუბიძის ქუჩაზე 45 000 დოლარად შეფასებული ბინა.

მაისურაძემ ქონების უმეტესი ნაწილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა. “მოზაიკა” გთავაზობთ იმ უძრავი ქონების ჩამონათვალს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა დეკლარაციაში ასახა:

  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, 1000 კვ.მ;
  • ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქ. 14-ბ კორპუსი, 116,5 კვ.მ;ბინა თბილისში, (მისამართი მითითებული არ არის);ბინა თბილისში, დოდაშვილის მოედანი 1-ა, ბინა 18, 44,2 კვ.მ;
  • ბინა თბილისში, იუნკერთა ქუჩა 34, სართული 6 , ბინა 15, 42,1 კვ.მ;
  • ავტოფარეხი თბილისში, ნუცუბიძის ქ. 14-ბ კორპუსი, 25 კვ.მ;
  • კომერციული ფართი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 2, სართული 2, 44,8 კვ.მ;
  • გარდა ამისა, მაისურაძის საკუთრებაშია 2 ავტომობილი: toyota camry hybrid, 2008 წლის გამოშვება, რომელიც მან 2017 წელს 6 500 დოლარად იყიდა, ასევე MITSUBISHI PAJERO IO, 2005 წლის გამოშვება. აღნიშნული მანქანა მაისურაძემ 2015 წელს 4 000 დოლარად შეიძინა.
  • ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ მაისურაძე არის თანამესაკუთრე 1997 წელს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში.

ინფორმაციისთვის, თანამდებობის პირს კანონი ავალდებულებს ყოველწლიურად შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც შემდეგ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსდება და ყველასთვის საჯარო ხდება.

დატოვეთ კომენტარი