ახალი ამბები

მძღოლის სამსახუროებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების შემდეგ გადაწყდება – კასპის მერია 

კასპის დასუფთავების სამსახურის მანქანის მძღოლის სამსახუროებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე, გამოძიების შემდეგ იმსჯელებენ.

“მოზაიკას” კასპის მერიაში განუმარტეს, რომ დასუფთავების მანქანის მძღოლი შემთხვევის დროს, სამსახუროებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

” ურნებს ცლიდნენ, ალბათ ვერ შენიშნა და დაეჯახა. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ველოდებით გამოძიების შედეგებს და ამის მიხედვით გადაწყდება, დაეკისრება თუ არა სამსახუროებრივი პასუხისმგებლობა”, -ამბობენ კასპის მერიაში. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს,  რქაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დატოვეთ კომენტარი