კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 28 აპრილს შეჭირვებული ოჯახებისთვის, პროდუქტს დაარიგებენ.
ინფორმაციას ეკლესიის წინამძღვარი, მამა ლევანი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დარიგდება ზეთი, შაქარი და ბრინჯი. გთხოვთ არ დაიზაროთ, სიკეთეში ჩაგეთვლებათ, უთხარით შეჭირვებულ ხალხს, რომ მობრძანდნენ”, – წერს სასულიერო პირი..
მისივე ცნობით, მსურველებს ტაძარში მისვლა ბენეფიციარებს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლებათ.
დატოვეთ კომენტარი