ახალი ამბები

გორის სკოლებში 6 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 6 უკრაინელი ბავშვი სწავლობს.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, კვირის ბოლოს კიდევ ორი მოსწავლე დაიწყებს სწავლას.

“გორის სამ სკოლაში 6 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული , მე -12, მე – 3  და მე -6 – ში. ორს ველოდებით მე – 5 სკოლაშიც, სავარაუდოდ კვირის ბოლოს მოხდება ამ ბავშვების ჩარიცხვა”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები