ახალი ამბები

სურამის ტყეში 20 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის ტყეში 20 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივების ცნობით, ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სოციალურ ქსელში სავარაუდო სუიციდის შესახებ ისაუბრა.

“სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სამხედრო პოლიცია”, – ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დაკარგული 20 წლის ბიჭი სამხედროა. ის გორის სამხედრო ბრიგადაში მსახურობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.