ახალი ამბები

დაეხმარება თუ არა გორის მერია უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს

უკრაინის ომში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრები არკადი კასრაძეს დაიღუპა, რომელსაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გაუწევს თუ არა გორის მერია რაიმე სახის დახმარებას კასრაძის ოჯახს, ამ კითხვაზე მერიაში განმარტავენ, რომ მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია მოხდეს აღნიშნული ოჯახის დახმარება.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს ეხმარება წინასწარ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში. შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდება ამ ოჯახის დახმარებაც”, – ამბობენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, არკადი კასრაძე 23 აპრილს, გამთენისაას საქართველოში ჩამოასვენეს. მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.