ახალი ამბები

გორის სოფლებში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები ამოქმედდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში და კირბალში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები ამოქმედდა. ინიციატივა ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნის.

” ეს საქმიანობა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებსაც კი – ეფექტურად გამოიმუშაონ ფინანსები.  ერთ ადამიანს 1 დილის განმავლობაში, 50-დან 80 ლარამდე შეუძლია გამოიმუშაოს”, – ინფორმაცის ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა ავრცელებს.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ.ადგილობრივების მტკიცებით, ნიჟარაში მცხოვრები მოლუსკების მირთმევა სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.