ახალი ამბები

სააღდგომოდ გორის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს

24-25 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 08:00-18:00 საათებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, გარკვეულ მარშრუტებზე, უფასოდ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. მგზავრთა უფასო გადაყვანა შემდეგ მარშრუტებზე განხორციელდება:

  • ვერხვების დასახლება – მამარდაშვილის მემორიალიდან – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • კომბინატის დასახლება – ცენტრალური მოედანი – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • წმინდაწყლის დასახლება – ყიფიანის და ნადირაძის ქუჩების კვეთა – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;
  • ჭალის დასახლება – მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ – კვერნაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ.

“ყველა მარშრუტი შუალედურ გაჩერებას გააკეთებს სამებისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე. მოძრაობის ინტერვალი – 1 საათი”, – განმარტავს სააგენტო.

სააგენტოს განმარტებით, მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ მითითებულ მარშრუტებზე, ხოლო ყველა სხვა მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეული რეჟიმით 07:00-დან 20:00 საათამდე.

დატოვეთ კომენტარი