ახალი ამბები

ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება – ხინჩეგაშვილი

“ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კულტურის სააგენტოში მომხდარ ამბავს. ხინჩეგაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე მსურს მოსახლეობისთვის გავაკეთო მოკლე კომენტარი. როგორც იცით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.