ახალი ამბები

უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

“ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო. იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტიმურის სურვილი ფეხბურთის შესწავლის შესახებ. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლის აღსაზრდელია” , – ინფორმაცია გორის მერიამ გაავრცელა.

ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.