ახალი ამბები

კულტურის სააგენტოს ბუღალტერი სასამართლოზე თავს ადვოკატის გარეშე იცავდა

ბიუჯეტის თანხის მითვისებაში ბრალდებული გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი სასამართლო სხდომაზე ადვოკატის გარეშე წარსდგა.

მან მოსამართლეს განუცხადა, რომ წარგენილ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება და განმარტა, რომ სააგენტოში მისი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლის შუა რიცხვებამდე თანხა არ მიუთვისებია. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი გამოძიების დაწყებიდანვე თანამშრომლობდა სამართალდამცავ უწყებებთან.

” მე არც მიფიქრია მიმალვა, ჩემი ფეხით მივდიოდი დაკითხვებზე და მე არაფერს ვითხოვ, სადაც მომისჯით ყოფნას იქ მირჩევნია, რადგან გარეთ ვერც ჩემს შვილებსა და ვერც ხალხს თვალებში ვერ შევხედავ. მხოლოდ, ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ბრალდებიდან ამოიღოთ ძველი წლები, რადგან მაშინ მე არც ერთი თეთრი არ მიმითვისებია, ხოლო მაგის შემდეგ ვაღიარებ”, – განაცხადა ლ.წ.-მ.

სასამართლომ ბრალდებულ ბუღალტერს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დატოვეთ კომენტარი