ახალი ამბები

გორის მერიამ 194 000 ლარი ღირებულების 4 ახალი ავტომობილი იყიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 4 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 194 000 ლარი დაიხარჯა.

უწყებამ  2022 წლის 13 იანვარს შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძინა ავტომობილი Kia Seltos, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარია;

Kia Seltos

შემდეგ სტრადა მოტორსისგან იყიდა 2 ავტომობილი – FIAT TIPO 1.6, რისთვისაც ჯამში 93 000 ლარი დაიხარჯა.

და ბოლოს, მუნიციპალიტეტმა იყიდა ავტომობილი Renault Sandero 1.5, რაშიც 36 400 ლარი გადაიხადა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.