ახალი ამბები

გორში ნაპოვნი ნეშტი სავარაუდოდ, 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ბავშვისაა

გორში, კომბინატის დასახლებაში ნაპოვნი ნეშტი, სავარაუდოდ 11 წლის ბიჭისაა, რომელიც 18 წლის წინ გაუჩინარდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს -ს დაზუსტებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყება ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. 

“ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ჯერ ვერ გავავრცელებთ”, – განაცხადეს უწყებაში. 

ინფორმაციას, რომ ნაპოვნი ნეშტი 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისაა, მედიასთან ადასტურებენ ოჯახის წევრები.

ინფორმაციისთვის, 11 წლის ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა იაგო ნებიერიძე , რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი 2018 წელს, 9 წლის გოგონას მკვლელობის გამო. რამდენიმე წლის წინ მან გამოძიებას უთხრა, რომ 11 წლის ბიჭის ცხედარი “ახალბაღის” ტერიტორიაზე იყო დამარხული, თუმცა მაშინ სამართალდამცავებმა ცხედარი ვერ იპოვეს. 

დატოვეთ კომენტარი