ახალი ამბები

ოპოზიცია გორის საკრებულოში ხინჩეგაშვილის მისვლას ითხოვს

“მოვიდეს და გაგვცეს პასუხი რატომ გაიფლანგა მუნიციპალიტეტის ფული”, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ბექა ქორჩილავამ გააკეთა. მას კითხვები აქვს საქაშეთში მშენებარე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც შესაბამის ვადებში ვერ დასრულდა.

“სირცხვილია ამხელა მუნიციპალიტეტში კომპეტენტური პირი რომ არ გვყავს და ამხელა ფული წყალში გადაიყარა. მოვიდეს გორის მერი შემდეგ სხდომაზე, ვალდებულია უპასუხოს ჩვენს კითხვებს, რატომ ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საქაშეთის საბავშვო ბაღი, ბერბუკის გზა, მათ შორის ატენის სასმელ წყალთან დაკავშირებით. მოვიდეს და გაგვცეს პასუხი”, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

“მოვიდეს კი ბატონო”, – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ქორჩილავას მოთხოვნას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.