საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა 14 მედლით დაასრულეს.
ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის 10 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ნუგზარ სხირელის ასევე შოთა ჩოჩიშვილის სკოლის აღსაზრდელები იღებდნენ.
სხირელის სკოლამ 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლას ერგო.
6 ოქრო:
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ. სხირელის სკოლა)
გიორგი რომელაშვილი (48. სხირელის სკოლა)
ლაშა გოგაძე (51. სხირელის სკოლა)
საბა ღამბაშიძე (55. სხირელის სკოლა)
გოგა ოთინაშვილი (65. სხირელის სკოლა)
ნიკოლოზ მაისურაძე (71. სხირელის სკოლა)
3 ვერცხლი:
ნიკოლოზ მაისურაძე (45. სხირელის სკოლა)
ნიკა ზანგალაძე (55. ჩოჩიშვილის სკოლა)
დაჩი პაპინაშვილი (80. სხირელის სკოლა)
5 ბრინჯაო:
რომა მომცელიძე (48. ჩოჩიშვილის სკოლა)
ნიკოლოზ ბერიანიძე (48. სხირელის სკოლა)
ნიკოლოზ ხვედელიძე (51. ჩოჩიშვილის სკოლა)
დავით ჭეჭელაშვილი (65. სხირელის სკოლა)
ლუკა ხანიშვილი (110. ჩოჩიშვილის სკოლა)
საქართველოს ჩემპიონატს ხაშურის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.