ახალი ამბები

ამერიკის ელჩი გორის მერს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გორს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდა.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს გორსა და სოფლებში განხორციელდება. კელი დეგნანი განსაკუთრებით დაინტერესდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობით” , – აღნიშნული ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მადლიერება ამერიკის საელჩოსა და ზოგადად ამერიკელი ხალხის მიმართ და ელჩს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩი გორში არსებულ “ამერიკის კუთხეს” ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.