ახალი ამბები

გორის მერიაში არ იციან, რამდენი უკრაინელი ლტოლვილია მუნიციპალიტეტში

გორის მერიაში არ იციან, რამდენი უკრაინელი ლტოლვილია ჩამოსული მუნიციპალიტეტში, თუმცა აცხადებენ, რომ უწყება მზად არის მათ ქირის ფული გადაუხადონ.

“ომის შემდეგ რამდენი ოჯახი ჩამოვიდა უკრაინიდან გორში ეს ინფორმაცია არ გვაქვს. მერიას შეუძლია ქირის ფულით უზრუნველყოს ოჯახები, რომლებსაც აქვთ ამის საჭიროება. ასევე შეგვიძლია საკვები პროდუქტით და ტანსაცმლით დავეხმაროთ”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, გორში ჩამოსულ უკრაინელ ოჯახებს შეუძლიათ მიმართონ გორის მერიის ადმინისტრაციის შენობას, რომელიც არის გრიგოლ ფერაძის N5-ში.

დატოვეთ კომენტარი