ახალი ამბები

ამერიკის ელჩმა ქვეშის საჯარო სკოლას წიგნები აჩუქა

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ქვეშის საჯარო სკოლას წიგნები აჩუქა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ელჩი მოსწავლეებს ესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

“სკოლა არის ამერიკის საელჩოს მიერ რეაბილიტირებული. ელჩმა პირადად მოინახულა სკოლა, ესაუბრა მოსწავლეებს და საჩუქრად  სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი

ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა დეგნანს სპორტული დარბაზის მოსაწყობად, ამერიკის საელჩოსთან შუამდგომლობა სთხოვეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსწავლეებმა ელჩისგან დაპირება მიიღეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.