ახალი ამბები

მერიისგან ფართის მიცემის შემთხვევაში შშმ პირებისთვის სოციალური საცხოვრისი აშენდება

მერიისგან ფართის მიცემის შემთხვევაში, გორში შშმ პირებისთვის სადღეღამისო სოციალური საცხოვრისი აშენდება.

ა(ა)იპ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი გორში, თარხნიშვილის ქ. N20ა-ში მდებარე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, სადაც შემდგომში გეგმავენ პოლონური დონორი ორგანიზაცია “ADRA”-ს ხელშეწყობით შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო სადღეღამისო ნაგებობის მშენებლობას და შემდგომ მის კეთილმოწყობას.

გამომდინარე იქიდან, რომ შშმ პირებისთვის და მათი ოჯახების გასაძლიერებლად მსგავსი ტიპის სოციალური საცხოვრისი და სერვისები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის მესაკუთრე გახდება გორის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ა(ა)იპ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს სარგებლობაში გადაეცეს ქალაქ გორში”, – წერია დოკუმენტში

სამშენებლო პროცედურების დასრულების შემდეგ, სოციალური საცხოვრისი 18 – 20 შშმ პირს მოემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.